პირველი საერთაშორისო მარტექ ფესტივალი Touch.Point იწყება

თბილისში ხვალ პირველი საერთაშორისო მარტექ ფესტივალი Touch.Point გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პროექტი დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, პროგრამის - „თბილისი იუნესკო-ს მედია ხელოვნების ქალაქი“ ფარგლებში ხორციელდება.

„ფესტივალი, ჯამში, 22 საერთაშორისო და ქართველ სპიკერს დაუთმობს სცენას: TIKTOK, NIKE, META, SMARTLY და სხვა. ქინოუეთების და პანელური დისკუსიების პარალელურად, ორი საინტერესო ვორქშოფი გაიმართება Google-ის რეკლამის არქიტექტორისგან.

ვორქშოფებზე აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ივენთის ვებგვერდს: https://touchpoint.ge/workshops.

Touch.Point-მა უკვე გააზიარა ღონისძიების რუკა - მთავარი სცენა, ნეთვორქინგის ზონა, პარტნიორების ზონები, ქო-ვორქინგის ზონა, ვორქშოფების ზონა - ეს არის ფესტივალის მთავარი სივრცეები, რომლებიც „არტარეაშია“ განთავსებული.

საგანმანათლებლო პროგრამის გარდა, ორგანიზატორები მარკეტერებს საინტერესო კონკურსსაც სთავაზობენ - AI Creathon, ყველაზე ცნობისმოყვარე მარკეტერებს საშუალებას მისცემს, ადგილზე, მარტივი ბრიფების დამუშავებით, თავად გამოსცადონ AI-ის შესაძლებლობები“, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება