„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს

„სმარტ კაპიტალი“ ღია და გამჭვირვალე კომპანიაა, რომლის საქმიანობას ყოველწლიურად მსოფლიოში აღიარებული აუდიტორული კომპანია „დელოი დე ტუში“ ამოწმებს და აქვეყნებს ანგარიშებს. გამონაკლისი არც ჩვენს საკუთრებაში არსებული ტაბახმელას ფერდობის განაშენიანების პროექტია, რომლის შესახებაც ინფორმაცია დღესაც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. საკრებულოს წევრის საბა ბუაძის დღევანდელი განცხადება ამ თემაზე არის სრული სიცრუე, რომელიც საკრებულოზე ზეწოლას ისახავს მიზნად და ემსახურება მშენებლობის განებართვიანების პროცესში გაუთვითცნობიერებელი ადამიანების შეცდომაში შეყვანას.

საქმე იმაშია, რომ ჩვენი ჰოლდინგი თბილისის შემოგარენის ათვისებაში საკუთარი წვლილის შეტანას აპირებს და დედაქალაქს მრავალმილიონიან ახალ საინვესტიციო პროექტს სთავაზობს, რომელიც ითვალისწინებს კომპანიის საკუთრებაში არსებული ტაბახმელას ფერდობის განაშენიანებას ძირითადად კოტეჯების ტიპის, ასევე, რამდენიმე „თაუნ ჰაუსის“ (მშენებლობის 5%) დაბალსართულიანი დასახლებით. ხაზგასასმელია ისიც, რომ ტერიტორიაზე დღეისათვის არ არის გამწვანება და პროექტი ითვალისწინებს ტერიტორიის 60, %-ზე მეტის გამწვანებას და ახალი რეკრიაციულ სივრცეების მოწყობას. დღეისათვის უკვე ჩატარებულია ყველა ის კვლევა, რომელიც ამ ეტაპისთვის იყო აუცილებელი( ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ჰიდროლოგიური, გეოლოგიური თუ სხვა), ხოლო დანარჩენი გაკეთდება კანონის და საკრებულოს დათქმის შესაბამისად. ცნობისთვის, გარემოზე ზემოქმედების შეფასება 3 ეტაპს გულისხმობს (სკრინინგი, სკოპინგი, გზშ) და თითოეულს კანონით განსაზღვრული თავისი დრო და ეტაპი გააჩნია. ამ ეტაპების და სტანდარტების დაცვა ჩვენთვის არა მხოლოდ ვალდებულებაა, არამედ პრიორიტეტი, რადგანაც ერთი, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი ინვესტორების წინაშე იმ მრავალმილიონიანი ინვესტიციის უსაფრთხოებაზე, რომლის მოზიდვასაც ვაპირებთ და იმ მოქალაქეების წინაშეც, რომლებიც აქ გადაწყვეტენ ცხოვრებას. ამისთვის კი უპირველესია ტერიტორიის სამშენებლო-გეოლოგიური უსაფრთხოება.

გვინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ პროექტი ჯერ მხოლოდ საწყის სტადიაშია და საუბარია მხოლოდ განაშენიანების რეგულირების გეგმის განხილვაზე, რომლის შემდეგაც დამატებით განხორციელდება სხვა არაერთი კვლევა და გაკეთდება დეტალური არქიტექტურული პროექტი, მაგრამ დღესვე შეგვიძლია დაბეჯითებით განვაცხადოთ, რომ პროექტი განხორციელდება სამშენებლო-გეოლოგიური ნორმების და სტანდარტების უმკაცრესი დაცვის პირობებში. სხვა თუ არაფერი, ეს უპირველესად ჩვენს ინტერესებშია. ზოგადად კი შეგვიძლია ხაზგასმით ვთქვათ, რომ პროექტი ახალ ფურცელს გადაშლის თბილისის შემოგარენის ათვისების, დედაქალაქის განტვირთვის, ახალი სოციალური მიმართულების სპორტულ-გამაჯანსაღებელი, გასართობი, დასასვენებელი, ასევე საქმიანი და საცხოვრებელი სივრცეების შექმნის საქმეში. პროექტის განხორციელება ასევე უზრუნველყოფს ამ ტერიტორიის მომიჯნავე მუნიციპალური თუ კერძო მიწების კაპიტალიზაციის ზრდას, ახალ სამუშაო ადგილებს და ქალაქის ბიუჯეტისთვის ახალი შემოსავლების წყაროს გაჩენას.

ჩვენი თითოეული ნაბიჯი პროექტთან დაკავშირებით იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველასთვის, პერიოდულად კი საზოგადოება მიიღებს დეტალურ ინფორმაციას პროექტის მიმდინარეობასა და სიახლეებზე.

(R)

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს