ნიკოლოზ სამხარაძე - ფრანგმა კოლეგებმა დაგვიდასტურეს, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრა გამართა საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჟან-ფრანსუა რაპენთან და კომიტეტის წევრებთან.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს 12 რეკომენდაციისა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.

მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გარემო, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და შიდაპოლიტიკური საკითხები.

„შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების გარემო. ფრანგი კოლეგები დაინტერესდნენ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებით და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებით. კითხვები, ასევე ეხებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სენატში გამართულ შეხვედრაზე, ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებზე მას შემდეგ რაც საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას უკვე აქვთ ევროპული პერსპექტივა. საუბარი, ასევე შეეხო ივლისის დასაწყისში დაგეგმილ ფრანკოფონიის გენერალურ ასამბლეას, რომელიც თბილისში გაიმართება.

„სენატის ევროპელ საქმეთა კომიტეტის წევრებმა შეხვედრაზე აღნიშნეს რომ მათთვის გულდასაწყვეტი იყო, რომ საქართველოს არ მიანიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და იმედი გამოთქვეს, რომ წელს ეს შეიცვლება და რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ დავით სონღულაშვილი და დავით მათიკაშვილი. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება