ლევან ბეჟაშვილი - დღეს ქვეყნის რუსული ჭაობიდან გამოყვანა მიხეილ სააკაშვილის ძალისხმევითა და უნარების გამოყენებითაა შესაძლებელი

დღეს ქვეყნის რუსული ჭაობიდან გამოყვანა მიხეილ სააკაშვილის ძალისხმევითა და უნარების გამოყენებითაა შესაძლებელი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო და იქნება მომავალშიც ქართული პოლიტიკის განმსაზღვრელი ფაქტორი.

მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ არ აინტერესებს ქართული პოლიტიკა, ეს მისი პირადი დამოკიდებულებაა. მას შეიძლება არ ჰქონდეს ეს სურვილი, მაგრამ განცდა არის და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამაზე ფიქრობს და აწუხებს, რომ დღეს ქვეყნის რუსული ჭაობიდან გამოყვანა მიხეილ სააკაშვილის ძალისხმევითა და უნარების გამოყენებითაა შესაძლებელი. მიხეილ სააკაშვილი იყო და იქნება მომავალშიც ქართული პოლიტიკის განმსაზღვრელი ფაქტორი“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის თქმით, „სააკაშვილის თემა იყო გადამწყვეტი იმაში, რომ ყველამ დაინახა „ქართული ოცნების“ რუსული შინაარსი, რომ „ქართული ოცნება“ დღეს არის რუსეთის ვასალური ხელისუფლება“.

ამასთან ბეჟაშვილის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ სხვა ძლიერი ოპოზიციური პარტიები და გაერთიანებებიც შეიქმნას.

„ჩვენ გვაქვს გამოცდილება საპარლამენტო არჩევნებში, მუნიციპალურ არჩევნებში, როდესაც სხვა პარტიებს დავუთმეთ სიაში ადგილები და ა.შ. ამან შესაბამისი ელექტორალური წარმატება არ მოგვიტანა, თუმცა რა პროცესები განვითარდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რა პირობებში მოგვიწევს კამპანიის ჩატარება, რა პოლიტიკური ველი იქნება და ა.შ. ყველაფერი განმსაზღვრელი იქნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, სხვა ძლიერი ოპოზიციური პარტიებიც შეიქმნას, გაერთიანებები შეიქმნას, რომლებიც უზრუნველყოფენ 8-15% ამომრჩევლების მობილიზებას, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს ჩვენს ხმებთან კონსოლიდაციაში საბოლოოდ კოალიციური მმართველობა შევთავაზოთ საქართველოს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
აგროჰაბი • AgroHub-ის სანაპიროს მულტიფუნქციური ობიექტი, რომელიც არქიტექტურულმა კომპანია Studio 9 • სტუდია 9-მ დააპროექტა, საერთაშორისო კონკურსის Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება