„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მისი გადაწყვეტილება პარტიაში დარჩენის ან წასვლის თაობაზე, მხოლოდ ხალხთან ერთად იქნება მიღებული და არა ერთპიროვნულად.
ნიკა მელიას განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია, მიღებული გადაწყვეტილებებით ხალხთან იყოს მართალი.
„ეს პარტია კარგავს სოლიდურობას, მიმღებლობას. ჩვენ ვცდილობთ, რომ პარტია როგორც მიმზიდველი პლატფორმა გადარჩეს. პლატფორმა, სადაც დამატებითი ამომრჩევლის მოზიდვა იქნება შესაძლებელი და შესაბამისად მის გარშემო კონსოლიდაცია.
მე ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ხალხთან უნდა ვიყო მართალი, შესაბამისად, ნებისმიერ გადაწყვეტილებას მათთან ერთად მივიღებ", - აღნიშნა მელიამ „მთავარი არხის“ ეთერში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"