გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, „ფეინთბოლის“ ადგილობრივ ჩემპიონატს გორმა უკვე მეორედ უმასპინძლა.
მათი ინფორმაციით, პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის თანადაფინანსებით განხორციელდა.
„ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. შეჯიბრებაში გორის მუნიციპალიტეტის მერიის, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გუნდები მონაწილეობდნენ. ტურნირში აქტიურად ჩაერთვნენ ახალგაზრდები. პროექტი მიზნად ისახავს „ფეინთბოლის“ პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების, საჯარო მოხელეების კიდევ უფრო მეტად დაახლოებას. გამარჯვებული გუნდი „ფეინთბოლის“ საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.