შალვა პაპუაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინიციატივაზე - ცინიზმის პიკია, როცა ორგანიზაცია, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, ჩაეგდო გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, ახლა თავად ითხოვს გამჭვირვალეობას

ცინიზმის პიკია, როცა ორგანიზაცია, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ყალბი კამპანიის წარმოებით, რომ ჩაეგდო, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, ახლა თავად ითხოვს გამჭვირვალეობას, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საკანონმდებლო ინიციატივას, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საკითხი იმ ორგანიზაციების დამფინანსებელი ქვეყნების წინაშე უნდა დაისვას, რომლებიც სიყალბითა და დეზინფორმაციით ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე მედიას მოუწოდებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დონორებს ჰკითხონ, რატომ აფინანსებენ სიყალბეს, დეზინფორმაციას და რადიკალურ დღის წესრიგს არასამთავრობო სექტორში.

„პრობლემა არ არის ამ ორგანიზაციაში [საერთაშორისო გამჭვირვალობაში], პრობლემაა მის დამფინანსებლებში. ის ქვეყნები და ორგანიზაციები, ვინც აფინანსებენ მსგავს ორგანიზაციებს, რომლებიც მანიპულირებით, სიყალბითა და დეზინფორმაციით ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ეს საკითხი იმ ქვეყნების წინაშე უნდა დაისვას, ვინც მათი დამფინანსებლები არიან. სინამდვილეში, მათი დამფინანსებლები რადიკალური დღის წესრიგის მიუხედავად, კიდევ უფრო მეტ და მეტ ფულს უმატებენ იმისთვის, რომ მეტი მანიპულაცია და მეტი სიყალბე გაავრცელოს მსგავსმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ის დონორები ქართველი ხალხის წინაშე არაკეთილსინდისიერები არიან. ამიტომ, მედიას მოვუწოდებ, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დონორებს ჰკითხონ - რატომ ექცევიან ასე ქართველ ხალხს და რატომ აფინანსებენ სიყალბეს, დეზინფორმაციას და რადიკალურ დღის წესრიგს არასამთავრობო სექტორში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინა, რომელიც დეკლარაციაში შესატანი ინფორმაციის ნუსხის გაზრდას და თანამდებობის პირთა წრის გაფართოებას გულისხმობს. როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საპარლამენტო მდივანმა, ლიკა საჯაიამ განაცხადა, ცვლილება გულისხმობს დეკლარაციების მონიტორინგის გაუმჯობესებას, დეკლარაციაში შესატანი ინფორმაციის ნუსხის გაზრდას და თანამდებობის პირთა წრის გაფართოებას, რომლებმაც ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები უნდა შეავსონ. როგორც ლიკა საჯაიამ აღნიშნა, საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ცვლილებების მიღება და მათი პრაქტიკაში ამოქმედება თანამდებობის პირთა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხს გააუმჯობესებს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ