ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციას - თქვენი მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაზე საუბარი მიუღებელია

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლებს 7 ნოემბერი, 26 მაისი და სხვა ტრაგიკული დღეები გაახსენა და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაზე საუბარი მიუღებელია.

“რაც შეეხება ლავროვს, სწორედ ლავროვს ეჭირა საპატიო ადგილი სააკაშვილის ინაუგურაციაზე, სწორედ მისი საყვარელი მოსწავლე იყო ელენე ხოშტარია, რომლის ოჯახი დღესაც მილიონობით რუბლს იღებს რუსეთის ფედერაციიდან, სწორედ თქვენი ბელადის გადაწყვეტილებით მოხდა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმება“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ და აღნიშნა, რომ რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას, ეს უკვე „ქართული ოცნების” დამსახურებაა.

ვლადიმერ ბოჟაძე სხდომაზე საკრებულოს შენობაზე განთავსებულ რუსულ წარწერას შეეხო. მისი ინფორმაციით, წარწერა საკრებულოს შენობაზე 2010 წელს გიგი უგულავას მიერ გამოიკრა და მასთან ერთად მსგავსი აბრები თბილისში კიდევ 99 სხვადასხვა შენობაზე განთავსდა.

ბოჟაძემ, გამოსვლის ბოლოს მარინა კალიურანდის და ანი წითლიძის განცხადებებზეც ისაუბრა.

„მარინა კალიურანდის და წითლიძის განცხადებებით დადასტურდა, რომ მათი მიზანია, ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი”, - განაცხადა ბოჟაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის