გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სოფელ ბეთლემში კულტურის ცენტრის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მათი ინფორმაციით, სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დაათვალიერა.
„მერთან ერთად, პროექტის მიმდინარეობას მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ მურალოვა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც გაეცნენ.
პროექტის მიხედვით, იცვლება კარ-ფანჯრები, სახურავი, სასმელი წყლის, კანალიზაციისა და ელექტრო სისტემები. პროექტის ღირებულება 215 008 ლარს შეადგენს. შენობაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა და ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს კულტურულ - შემეცნებითი წრეები მოსწავლეებისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.