ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ოჩხამურის სკოლას წიგნები გადასცეს

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმმა“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურის საჯარო სკოლას წიგნები გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

„ბავშვობაში, დედულეთიდან შინ რომ ვბრუნდებოდი, ნატანების რკინიგზის სადგურზე საათობით ველოდით ხოლმე „ელექტრიჩკას“, რომელიც, როგორც გვატყობინებდნენ, ოჩხამურში იყო გაჩერებული ძაბვის ვარდნის გამო. რატომღაც სულ ოჩხამურში ხდებოდა ეს ამბავი და ჩემთვის ეს დასახელება რაღაც მაგიურ რეფრენად იქცა - მატარებლების მიძინების მისტიკურ ადგილად. ჰოდა, აი, დღეს სწორედ ოჩხამურში ჩავედით და აქაურ სკოლას ახალი წიგნები ჩავუტანეთ. ამ დაბიდან ექვსი ადამიანი შეეწირა აგვისტოს ომს და სკოლა ერთი მათგანის, გიორგი შაინიძის სახელობისაა”, - აღნიშნავს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში