კოლუმბიის პრეზიდენტის განცხადებით, ამაზონის ჯუნგლებში, ავიაკატასტროფიდან 40 დღის შემდეგ, 4 ბავშვი ცოცხალი იპოვეს

ამაზონში, ავიაკატასტროფიდან 40 დღის შემდეგ 4 მცირეწლოვანი ბავშვი ცოცხალი იპოვეს, - ამის შესახებ კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვებს მას შემდეგ ეძებდნენ, რაც ავიაკატასტროფამ 40 დღის წინ, მათი დედის სიცოცხლე შეიწირა.

„ისინი ჯუნგლებში ცხოვრების ცოდნამ გადაარჩინა. გადარჩენის მაგალითი, რომელიც ისტორიას დაამახსოვრდება. ისინი ჯუნგლების შვილები არიან და ახლა ისინი კოლუმბიის შვილები არიან”, - განაცხადა გუსტავო პეტრომ.

13 წლის, 9 წლის, 4 წლის და 1 წლამდე ასაკის ბავშვები ჯუნგლებში 1-ელ მაისს მომხდარი ავიაკატასტროფის გადარჩენილი მგზავრები არიან. კატასტროფას მათი დედა, კიდევ ერთი მგზავრი და პილოტი ემსხვერპლნენ.

დაკარგული ბავშვების გადასარჩენად სამხედრო სამძებრო ოპერაცია განხორციელდა, რომელშიც კოლუმბიის სპეცდანიშნულების ძალების ასზე მეტი წარმომადგენელი იყო ჩართული.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს