ირაკლი კობახიძე - „კადიროველების“ საქართველოში ყოფნა ტყუილი, ჩვეულებრივი „ფეიკი“ იყო - „ფეიკებით“ ცდილობენ ქვეყანას პრობლემები შეუქმნან

რეალურად, დადასტურდა, რომ „კადიროველების“ საქართველოში ყოფნა ტყუილი, ჩვეულებრივი „ფეიკი“ იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის განმარტებით, მსგავსი ტყუილების გავრცელება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.

„არავითარი „კადიროველების“ ყოფნა საქართველოში არ დაფიქსირებულა, მარტივი ტყუილი გაავრცელეს, მათ შორის, გაავრცელეს ფოტოები თითქოს, იარაღით მყოფი ადამიანების, რაც აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ უკავშირდებოდა იმ პერიოდს, როცა ეს ავტომობილები საქართველოში დაფიქსირდა. „ფეიკებით“ ცდილობენ ქვეყანას პრობლემები შეუქმნან, რაც არასწორია, ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებებია, არ შეიძლება ასეთი „ფეიკებით“ ებრძოლო საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს.

თქვენ ხომ არ გაქვთ არავითარი დასტური, რომ „კადიროველები“ იყვნენ საქართველოში, მაშინ, რატომ ავრცელებთ ინფორმაციას, რომ „კადიროველები“ იყვნენ საქართველოში? ნუ გაავრცელებეთ ტყუილს და მერე ნუ მოითხოვთ მტკიცებულებას. „კადიროველები“ არ იყვნენ და თქვენს ტყუილებზე მე მტკიცებულებას ვერ მოვიტან, როცა ტყუილს ამტკიცებთ, თქვენ უნდა მოიტანოთ მტკიცებულება, მაგრამ მტკიცებულება ვერ გექნებათ, რადგან ტყუილია

ჩვენ ვიცით, რომ არ იყვნენ „კადიროველები“, კონკრეტული ადამიანები იყვნენ, რომლებიც „კადიროველები“ არ იყვნენ. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, სახელმწიფოს წინააღმდეგ, ასეთ ტყუილებს ნუ გაავრცელებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება