ირაკლი კობახიძე - პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დამატება საჭიროა, რომ ინსტიტუციურად გამყარდეს ეროვნული ბანკი - რატომ სჭირდება პრეზიდენტს ინსტიტუციური გარანტიების დაკნინება, არ ვიცი

რატომ სჭირდება მას [პრეზიდენტს] ინსტიტუციური გარანტიების დაკნინება, ეს მე არ ვიცი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის ვეტოს „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებზე.

მისი თქმით, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დამატება საჭიროა იმისთვის, რომ ეროვნული ბანკი ინსტიტუციურად გამყარდეს.

„მარტივად რომ ავუხსნათ საზოგადოებას, ერთადერთი განსხვავება ვეტოსა და ჩვენს კანონპროექტს შორის - ჩვენი კანონპროექტი ითვალისწინებს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დამატებას და ვეტო ითვალისწინებს იმას, რომ ეს თანამდებობა არ დაემატოს. მეტი განსხვავება არ არის. პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დამატება არის საჭირო ერთადერთი რამისთვის, რომ ინსტიტუციურად გამყარდეს ეროვნული ბანკი, ერთადერთი მიზანი აქვს ამას და ეს ძალიან მარტივად ახსნადია როგორც ინსტიტუციური, ასევე იურიდიული თვალსაზრისით. რაც შეეხება პრეზიდენტს - რატომ სჭირდება მას ინსტიტუციური გარანტიების დაკნინება, ეს მე არ ვიცი“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება