ჭიათურაში, მაღაროელები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ

ჭიათურაში, მაღაროელები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ. მათი ინფორმაციით, პროტესტის გამო, ამჟამად ყველა მაღარო გაჩერებულია.

მაღაროელები დღეს ჭიათურის მერიასთან შეიკრიბნენ და საკუთარი მოთხოვნები გააჟღერეს.

მათი მთავარი მოთხოვნაა, ხელფასების გაზრდა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.

როგორც გაფიცულები აღნიშნავენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი მაღაროში მუშაობას არ გააგრძელებენ.

"ჩვენ მოვითხოვთ ის 12%-იანი მატება, რასაც ველოდებოდით, რომ ჩვენს ხელფასზე აისახებოდა, დაგვიმატონ. ეს არ არის რაღაც გაწელილი ციფრები. ეს არის ის მინიმუმი, რაც აუცილებლად უნდა გაეკეთებინათ, რომ საქმე ამ დონემდე არ მისულიყო. მაქსიმალურად ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, ვცდილობდით, რომ ამ ზომამდე არ მივსულიყავით, მაგრამ არავითარ დათმობაზე არ წამოვიდნენ, ყველაფერზე კატეგორიულ უარს აცხადებენ", -აცხადებს ერთ-ერთი გაფიცული.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს