ილია ვერძაძე - მისასალმებელია, რომ ირმა ხვიჩიას სარეაბილიტაციო ცენტრი ბენეფიციარებს სთავაზობს სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებულ მკურნალობას

პაციენტების საჭიროებებზე მორგებული თანამედროვე სამედიცინო სერვისების დანერგვა, განვითარება და მიწოდება მნიშვნელოვანია ყველა სამედიცინო დაწესებულების ბენეფიციარისთვის. მისასალმებელია, რომ ირმა ხვიჩიას სარეაბილიტაციო ცენტრი, სიახლეების დანერგვისა და პაციენტზე მორგებული სერვისების, ადაპტირებული გარემოს შექმნის პარალელურად ბენეფიციარებს სთავაზობს სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებულ მკურნალობას, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ, ირმა ხვიჩიას სარეაბილიტაციო ცენტრის ახალი შენობის გახსნისას, განაცხადა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე, ცენტრში, უმაღლესი საბჭოს წევრებთან: ფატი ხალვაშთან და ცოტნე ანანიძესთან ერთად, გაეცნო სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობასა და სიახლეებს, რომლითაც სხვადასხვა ასაკის ბენეფიციარებს მკურნალობენ.

როგორც აღინიშნა, სარეაბილიტაციო ცენტრი ჩართულია აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიის შემდეგ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში: აბილიტაცია/რეაბილიტაცია (ფსიქოლოსომატური პროგრამა), ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო, ინდივიდუალური სამედიცინო და ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებების პროგრამები.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის