ევგენი პრიგოჟინი - „ვაგნერი“ არ გააფორმებს კონტრაქტს შოიგუსთან

“ვაგნერი“ არ გააფორმებს კონტრაქტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. ამის შესახებ განცხადება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა გააკეთა.

"ვაგნერი არ გააფორმებს კონტრაქტს შოიგუსთან", - აღნიშნა პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების კომენტირებისას.

მისი თქმით, შოიგუ ვერ მართავს სამხედრო ფორმირებას.

როგორც დასავლური მედია წერს, როგორც ჩანს, რუსეთი თავდაცვის ჩინოვნიკებსა და კერძო სამხედრო ჯგუფს შორის რამდენიმეთვიანი შიდა დაპირისპირების შემდეგ, „ვაგნერზე“ პირდაპირი კონტროლის აღებაზე გადავიდა.

როგორც ცნობილია, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი პანკოვმა შაბათს განაცხადა, რომ „მოხალისე ფორმირებებს“ მოეთხოვებათ კონტრაქტების გაფორმება უშუალოდ თავდაცვის სამინისტროსთან. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ნაბიჯი მიზნად ისახავს უკრაინაში მებრძოლი რუსული ქვედანაყოფების „ეფექტურობის გაზრდას“.

„ეს მოხალისეთა ფორმირებებს აუცილებელ სამართლებრივ სტატუსს მისცემს, შექმნის საერთო მიდგომებს ყოვლისმომცველი მხარდაჭერის ორგანიზებისა და მათი ამოცანების შესრულების მიმართ“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ხელშეკრულებები 1 -ელ ივლისამდე უნდა გაფორმდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება