„ქართული ოცნების“ კონფერენციაზე ყაზბეგისა და თიანეთის ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს

„ქართული ოცნების“ კონფერენციაზე ყაზბეგისა და თიანეთის ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს

მცხეთა-მთიანეთის მხარეში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები, რომელზეც ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს, დასრულდა.

პარტიის ცნობით, ყაზბეგის ორგანიზაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთავმჯდომარე, დავით ქირიკაშვილი უხელმძღვანელებს;თიანეთის ორგანიზაციას - თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან წიკლაური; დუშეთის ორგანიზაციას - დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, კახაბერ ჩიტაური; მცხეთის ორგანიზაციას - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი.

მცხეთა-მთიანეთისგარდა, „ქართულიოცნების“ კონფერენციები აჭარაში, სამცხე-ჯავახეთსა და თბილისში გაიმართა.

ქვეყნის მასშტაბით, სულ 73 პარტიული კონფერენცია ჩატარდება.