9 ივნისს, ნორიოს პოლიგონის მიმდებარედ, გაიმართა კომპანია გალფის CSR პლატფორმის - "მოუარე საქართველოს" პრეზენტაცია, სადაც მენეჯმენტმა ღონისძიებაზე შეაჯამა კომპანიის ეკოლოგიასა და გარემოზე ზრუნვის პოლიტიკა, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და წარადგინეს არტ-ინსტალაცია "პოლიეთილენის ტყე". აღნიშნული ტყის მასივი უკიდურესად დაბინძურებული ზონაა. შესაბამისად შეხვედრაზე დაანონსდა აღნიშნული ტერიტორიის დალაგება და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან სრულად გაწმენა. აღნიშნული მასშტაბური დასუფთავების პროექტი განხორციელდება კომპანია გალფის და მოხალისეების მიერ, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება.
შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენები კი სრულად გადამუშავდება კომპანია „ტენეს“ მიერ, რომლისგანაც ქათული წარმოების USB სადენები დამზადდება. გარდა ამისა ღონისძიებაზე გაჟღერდა გალფის და კომპანია „სპარკლოს“ ერთობლივი ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც გალფის ავტოგასამართ სადგურებზე განთავსდება პოლიეთილენის ნარჩენების შემგოვებელი დამახარისხებელი ავტომატიზირებული აპარატები.
„მოუარე საქართველოს“ გალფის ეკოლოგიური-სოციალური პლატფორმაა, რომელიც 2017 წლიდან მოხალისეებთან ერთად გეგმავს და ასუფთავებს საქართველოს ტურისტულად აქტიურ ზონებს.
(R)