აჭარის შესახებ სტატიები, ბლოგები და რეპორტაჟები ისრაელსა და პოლონეთში გამოქვეყნდება

აჭარაში მოგზაურობის შესახებ ებრაელი და პოლონელი ჟურნალისტები მასალებს ამზადებენ, რომლებიც რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებიან.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჟურნალისტები უკვე სტუმრობდნენ ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, პეტრას ციხეს, დელფინარიუმს, ასევე მთიან აჭარას, სადაც ადგილობრივი ღვინო და კერძები დააგემოვნეს, ფოლკლორ შოუს დაესწრნენ და ქედის ტურისტული ადგილები მოინახულეს. პრესტურის ბოლოს ჟურნალისტებმა მტირალას ეროვნული პარკი დალაშქრეს და იქ არსებული ტურისტული სერვისებით ისარგებლეს.

მედიატურის მონაწილეებს შორის არიან პოლონეთისა და ისრაელის წამყვანი ვებპორტალების, ტელევიზიის, რადიოს ჟურნალისტები და ცნობილი ბლოგერები, რომელთა მიერ მომზადებული სტატიები, ბლოგები და რეპორტაჟები ივნისის განმავლობაში გამოქვეყნდება.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით პრეს-ინფოტურების ორგანიზებას სამიზნე ქვეყნებიდან აქტიურად გააგრძელებს. მიმდინარე წელს, აჭარას უკვე სტუმრობდა სერბი, კორეელი, არაბი, უზბეკი, ყაზახი ჟურნალისტები. 2022 წელს, რეგიონს 500-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი, ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი სტუმროდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით