ირაკლი პეტრიაშვილმა მსოფლიო პროფკავშირების გენერალური საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

2023 წლის 10 ივნისს, შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში მსოფლიო პროფკავშირების (ITUC) გენერალური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და მსოფლიო პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი მონაწილეობდა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, გენერალური საბჭოს სხდომაზე როგორც მსოფლიო პროფკავშირების გასაძლიერებლად გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს, ასევე, დაგეგმეს სამომავლო ღონისძიებები.

„სხდომაზე უკრაინის, ბელორუსის, დასაქმებულთა უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 111-ე შრომის კონფერენციაზე წარსადგენად პოზიციები შეაჯერეს. 111-ე შრომის კონფერენციას ესწრებიან გენერალური საბჭოს წევრები და დელეგაციები, (პროფკავშირები, მთავრობა, დამსაქმებლები) მათ შორის, საქართველოს პროფკავშირების დელეგაცია ირაკლი პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები იგეგმება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან გილბერტ ჰოუნგბოსა და ILO-ACTRAV-ის დირექტორთან - მარია ჰელენა ანდრესთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება