აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე 4 საკითხი განიხილეს

მადლობას ვუხდი თქვენს გუნდს გაწეული საქმიანობისთვის - არ გვახსენდება არცერთი შემთხვევა, რომ სამინისტროს რომელიმე მოქალაქე უყურადღებოდ დაეტოვებინა, - ასე მიმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, სადაც ის „მინისტრის საათის“ ფორმატში, კანონმდებლების წინაშე, სამინისტროს საქმიანობის შესახებ მოხსენებით წარსდგა.

მომხსენებლის განცხადებით, უწყების ბიუჯეტი, გასულ წელთან შედარებით, 15 %-ით გაიზარდა და 33 მილიონ 235 000 ლარი შეადგინა. სამინისტრო 36 პროგრამას ახორციელებს. მინისტრმა ისაუბრა სიახლეებზე, გამოწვევებზე და უპასუხა შეკითხვებს. წარმოდგენილი ანგარიში კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს.

„სხდომაზე ერთხმად დამტკიცდა დადგენილების პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ და კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილების შესახებ“ (III მოსმენა), რომლებიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.

კანონმდებლებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2022 წლის საქმიანობის ანგარიში. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ჩხარტიშვილმა მიმდინარე და სამომავლო პრიორიტეტებზე, პროგრამულ გეგმებზე, საბიუჯეტო პარამეტრებზე, შიდა და გარე აუდიტის დასკვნებზე, სოციოლოგიურ კვლევებზე, რეიტინგებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.

სხდომას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის