ლენტეხის მერია - მერმა 2022 წელს განხორციელებული პროექტებისა და სამუშაოების შესახებ შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა - გია ონიანმა სასტუმრო ,,სვანეთში’’ შეკრებილ საზოგადოებას, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების მიერ 2022 წელს განხორციელებული პროექტებისა და სამუშაოების შესახებ შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საჯარო შეხვედრაზე მერმა ისაუბრა მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ეკონომიკურ, კულტურულ, სოციალურ და სპორტულ პროგრამებზე და ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებულ ტურისტულ პოტენციალზე.

„წინა წლებთან შედარებით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გაზრდილია 45%-ით. მიმდინარეობს ლენტეხი-უშგულის დამაკავშირებელი და ბავარის მიმართულებით ცენტრალური გზის მშენებლობა.

2022 წელს დაიგო 11 კმ ბეტონის საფარიანი შიდა სასოფლო გზა. მოეწყო ნაპირსამაგრი ჯებირები, ჩატარდა ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

გამოცხადებულია სატენდერო წინადადება დაბის წყალმომარაგების სისტემაზე, სადაც აშენდება 15 მაგისტრალი სათავე-ნაგებობებით და ისარგებლებს 3000 ბენეფიციარი.

მჟავე წყალზე მოეწყო ახალი ტურისტული ლოკაცია. განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირებულ იქნა თამარ მეფის გამზირი( სახლები,ბორდიულები, ღობეები, ბულვარი)

სკვერები (ჭავჭავაძის ქუჩა. მერიის მიმდებარე, ემზარ და ალეკო ონიანების სახელობის სკვერები, ცენტრალური ბულვარი თამარ მეფის ქუჩა) ლენტეხის შემოსასვლელში მოეწყობა 20 მ. სიმაღლის სახელმწიფო დროშა.

მიმდინარეობს კულტურის სახლისა და სპორტდარბაზის სრული რეაბილიტაცია, ასევე, რაგბის სტადიონის პროექტირება, რის შემდეგაც დაიწყება საერთაშორისო დონის რაგბის სტადიონის მშენებლობა.

აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ტურისტული მიმართულებით. საფეხმავლო ბილიკები - შესწავლა, მოწყობა, მარკირება და საერთაშორისო ტურისტულ რუკებზე გადატანა). მერიის შენობაში მოეწყო ტურისტული საინფორმაციო ცენტრი

ტურისტული ორგანიზაციის DMO-ს ჩართულობით მოეწყო რამდენიმე საფეხმავლო ბილიკი და აქტიურად მიმდინარეობს ახალ პროექტებზე მუშაობა.

შვიდ თემში აქტიურად დაიწყო ფუნქციონირება ამბულატორიებმა. იგეგმება ხელედის თემში ახალი ამბულატორიის მშენებლობა. მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადმოეცა ახალი რეანომობილი.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ბიუჯეტი 2023 წელს 190 000 ლარამდე გაიზარდა. (შშმ პირების დახმარება, გეგმური და სასწრაფო ოპერაციები და გამოკვლევები, ხანდაზმულების, მრავალშვილიანი ოჯახები, ხანძრის შედეგად დაზარალებულები, დიალიზზე მყოფი პირები და სარიტუალო მომსახურეობა.) დასაქმდა 600 მდე სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქე.

დაგეგმილია ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3 საჯარო სკოლას, 2023 წ. იგეგმება 2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.

თემებში ამოქმედდა ძიუდოს, სიმღერისა და ცეკვის სექციები, გაიხსნა ჭადრაკის სექცია. აქტიურად მიმდინარეობს რაგბის პოპულარიზაცია. ასევე, აქტიურად მუშაობს ფოლკლორის ცენტრი.

რაც შეეხება, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს, პრეზენტაციაზე მერმა აღინიშნა, რომ აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება ყველა ის პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

მერიის სამომავლო გეგმები: სამუშაო ადგილების შექმნა; მიკრო ჰესების მშენებლობის ხელშეწყობა( ცნობიერების ამაღლება); სოფლის მეურნეობის განვითარება; ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ( საოჯახო სასტუმროები - სასტუმროები); ინფრასტრუქტურის განვითარება;

მერის შემაჯამებელ საანგარიშო შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი სალომე ქურასბედიანი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალვერდი ჩანქსელიანი, რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ალუდა თუთისანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ყველა სტუმარი აქტიურად იყო ჩართული მუნიციპალიტეტის სამომავლო გეგმების განხილვაში.

ღონისძიების დასასრულს მერმა, გია ონიანმა, მადლობა გადაუხადა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას ლენტეხის განვითარების სამომავლო საქმეში მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის