ვეტერანმა ძიუდოისტებმა მარნეულიდან, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მერის პირველმა მოადგილემ როინ დეკანოიძემ, ოჯახის წევრებმა და გულშემატკივრებმა, ვეტერან ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ძიუდოისტებს, აეროპორტში, მიღწეული წარმატებები მიულოცეს.
„მიმდინარე წლის 6-11 ივნისს, სლოვენიაში, ქალაქ პოდჩერტრეკში ვეტერან ძიუდოისტებს შორის, ევროპის ჩემპიონატზე, პირველი ადგილი დაიკავეს მარნეულელმა ძიუდოისტებმა სანდრო იაკობაშვილმა და გიგლა წიფიანმა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ულოცავს სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.