მოარგე საკუთარი ბიუჯეტი გადახდის პირობებს - შეთავაზება ზღვის პირას ბინის შეძენის მსურველებს

კომპანია ტოპლაინ ქონსთრაქშენი“ ზღვის პირას ბინის შეძენის მსურველებისთვის უპრეცედენტო შეთავაზება აქვს. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარი ბიუჯეტი გადახდის პირობებსა და გრაფიკს თავიანთი სურვილისამებრ მოარგონ.

საუბარია, გურიაში, კერძოდ, შეკვეთილში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტზე, რომელსაც კომპანია მომხმარებლების დიდი დაინტერესების გათვალისწინებით ახორციელებს. FIDELIO ეს არის პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შემდგარი, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი, რომელიც ზღვიდან 150 მეტრში, ტყის კორომში მიმდინარეობს. კომპანია მომხმარებლებს ენერგოეფექტურ კეთილმოწყობილ აპარტამენტს, რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით აბარებს. ამასთან, ტოპლაინმა“ უკვე დაასრულა A ბლოკის მშენებლობა, B და C კორპუსები კი სულ მალე დასრულდება.

დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, FIDELIO -ს პარალელურად, „ტოპლაინ ქონსთრაქშენმა გურიაში „სისაიდის“ მშენებლობაც დაიწყო. ეს არის 4-სართულიანი კორპუსი, რომელიც ზღვიდან 70 მეტრში, შეკვეთილის ფიჭვნარისა და ნაძვნარის ტყეში მდებარეობს. ტოპლაინის“ ყველა პროექტის მსგავსად, ეს უკანასკნელიც არქიტექტურული კუთხით გამორჩეული და დახვეწილია. მართალია, ფიდელიოსგან“ განსხვავებით, „შეკვეთილი სისაიდი“ ე. წ. თეთრი კარკასის კონდიციით ბარდება, თუმცა, მომხმარებელთან შეთანხმებით, შესაძლებელია სრულად კეთილმოწყობილის ბინის ჩაბარებაც.

რაც შეეხება მოსასვენებელ სივრცეებს, როგორც ფიდელიოს“, ისე სისაიდის“ შემთხვევაში კომპანიას საკუთარი ხელწერა აქვს. კერძოდ, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გათვალისწინებულია როგორც ღია აუზი, ასევე დამატებითი სივრცეები. რაც ყველაზე მთავარია, კომპანიის ყველა აპარტამენტი საინვესტიციოდ ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, დღეს ჩადებული ინვესტიცია, გაქირავების სერვისით, უკანვე დაიბრუნოს!

დაინტერესებულ პირებს, განაცხადის შევსება შემდეგ ბმულზე შეუძლიათ:

(R)

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა