ნანა გაბელიამ ქართული დიასპორის საკვირაო სკოლას საჩუქრები გადასცა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია მოადგილე მარინე გითოლენდიასთან ერთად, ქალაქ სალონიკში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაში სალონიკში საქართველოს გენერალური კონსული, ნოდარ კომახიძე მონაწილეობდა, რომელსაც ქართული დიასპორის წინაშე განსაკუთრებული წვლილისთვის სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა.

მინისტრმა ქართული დიასპორის საკვირაო სკოლას, საქართველოს სახელმწიფო დროშა და სპეციალურად მათთვის შეძენილი სასკოლო ინვენტარი გადასცა, ასევე, სამომავლო თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა.

„საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ემიგრანტების, მათ შორის, აფხაზეთიდან დევნილი პირების მხარდაჭერა და მათს საჭიროებებზე ზრუნვა მინისტრის აპარატის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. პირველ რიგში, ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ჩვენს მომავალ თაობას, ჩვენს მოზარდებს და ახალგაზრდებს, რომელთა განვითარებაზე ზრუნვა, მომავალშიც, ჩვენი საქმიანობის აქტუალურ და მნიშვნელოვან მიმართულებად განიხილება“, - განაცხადა ნანა გაბელიამ.

აღნიშნული შეხვედრა საბერძნეთის რესპუბლიკაში, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის ნანა გაბელიას სამუშაო ვიზიტის და მინისტრის აპარატის პროგრამის, დიასპორა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერა, ფარგლებში გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
აგროჰაბი • AgroHub-ის სანაპიროს მულტიფუნქციური ობიექტი, რომელიც არქიტექტურულმა კომპანია Studio 9 • სტუდია 9-მ დააპროექტა, საერთაშორისო კონკურსის Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება