გია ვოლსკი - თუკი დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციას მოხსნიან დღის წესრიგიდან, მზად ვართ კანონი არ ავამოქმედოთ

ვენეციის კომისია ამბობს, რომ პერსონალიზაცია არ არის საჭირო, ევროკავშირის რეკომენდაციები კი სწორედაც პერსონალიზებული თემაა - მათი პოზიციები ერთმანეთთან შესაბამისობაში არაა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, თუკი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღების რეკომენდაციას მოხსნიან, მზად არიან კანონი არ აამოქმედონ.

„ევროკომისია ვენეციის კომისიის შენიშვნებს და წინადადებებს გარკვეულწილად ეწინააღმდეგება. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ სისტემური მიდგომაა საჭირო: სასამართლო, საგადასახადო სისტემა, კონკურენციის კანონი და ბევრი სხვა ასპექტია, რომელიც საკმაოდ კარგად მუშაობს ჩვენთან. რასაკვირველია, შეიძლება გადავხედოთ რაღაცებს, თუ საჭიროა. ვიფიქრეთ, რომ ამოქმედების ვადა კანონში 2024 წლის 1- ელი მარტისთვის ჩავდოთ, რადგან რეკომენდაციის შესრულებაა ჩვენთვის პირველი ამოცანა. თუკი რეკომენდაციას მოხსნიან დღის წესრიგიდან, მზად ვართ არ ავამოქმედოთ ეს კანონი. ისე კანონი იქნება მზად, რათა ამოქმედდეს. ვენეციის კომისია ამბობს, რომ პერსონალიზაცია არ არის საჭირო, ევროკავშირის რეკომენდაციები სწორედაც პერსონალიზებული თემაა. ცუდი კი არ არის, მე ვამბობ, რომ ერთმანეთთან არ არის შესაბამისობაში. აქედან გამომდინარე როგორ გადავწყვეტთ, დეკემბრის განხილვებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისია "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტზე დასკვნას აქვეყნებს და მიიჩნევს, რომ მომზადებული ცვლილებების მიღება არ უნდა მოხდეს.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება