ზუგდიდში, ბაზრის მოვაჭრეები მორიგ აქციას მართავენ. ისინი გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ. მათი განცხადებით, გარემოვაჭრეების გამო, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მყიდველები იშვიათად შედიან, რის გამოც პროდუქცია უფუჭდებათ. მათივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ მიიღეს დაპირება, რომ გარევაჭრობა აიკრძალებოდა, თუმცა უშედეგოდ. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.