ირაკლი კობახიძე - თუ „გლობალური ომის პარტია“ საქმეში არ ჩაერთვება, მაღალი ალბათობით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოგვენიჭება - „ნაცმოძრაობა“ არის „ლოკალური“, ვინ არის „გლობალური ომის პარტია“ არ დაგიზუსტებთ

თუ „გლობალური ომის პარტია“ საქმეში არ ჩაერთვება, ძალიან მაღალი ალბათობით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოგვენიჭება - „ნაცმოძრაობა“ არის „ლოკალური“, ვინ არის „გლობალური ომის პარტია“ არ დაგიზუსტებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „გლობალური ომის პარტიას“ შეუძლია 27 ქვეყნიდან ერთი გარეთ გამოწიოს და ამ შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭება.

„შანსები [კანდიდატის სტატუსის მიღების] არის 50/50-ზე, იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს რომ იყოს ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, ჩვენი შანსები 100%-იანი იქნებოდა. ჩვენთვის მთავარია რომ საქმეში კიდევ ერთხელ არ ჩაერთოს „გლობალური ომის პარტია“. „გლობალური ომის პარტიას“ შეუძლია 27 ქვეყნიდან ერთი გარეთ გამოწიოს და ამ შემთხვევაში, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭება, რაც მოხდა დაახლოებით, წინა შემთხვევაში, როდესაც ჩვენ უსამართლოდ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. იმედია, ამ შემთხვევაში „გლობალური ომის პარტია“ საქმეში არ ჩაერთვება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ძალიან მაღალი ალბათობით, მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი,“ - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ ვინ იგულისხმება „გლობალური ომის პარტიაში“, კობახიძე აცხადებს, რომ ამას ვერ დააზუსტებს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ არის „ლოკალური ომის პარტია“.

„არ დაგიზუსტებთ. ძალიან კონკრეტულია. ზუსტად ვიცით, ვინ არის და რა არის გლობალური. „ნაცმოძრაობა“ არის ლოკალური. საუბარია „გლობალური ომის პარტიაზე“, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას ვერ დავაზუსტებთ,“ - განაცხადა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი