ხატია დეკანოიძე - თეა წულუკიანმა, რომელიც რეპრესიული მეთოდებითაა გამორჩეული, კინოცენტრის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დანიშნა ადამიანი, რომელიც პროპაგანდის გამავრცელებელია

კულტურის მინისტრმა წულუკიანმა, რომელიც ყველაზე უფრო ტრადიციული რეპრესიული მეთოდებითაა გამორჩეული, კინოცენტრის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დანიშნა ადამიანი, რომელიც პროპაგანდის გამავრცელებელია - თუ ვინმე ებრძვის კულტურას და იდენტობას, ეს ზუსტად „ქართული ოცნებაა“,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სევდიანია, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საქართველოს კულტურასა და პატრიოტიზმზე საუბრობენ.

„უმრავლესობას, რომელიც დიდი სადღეგრძელოებით გამოდიოდა, შევახსენებ, რომ კინოცენტრის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა „პოსტივის“ ერთ-ერთი პროპაგანდისტი, რომელიც ღიად ანტიდასავლურ, რუსულ პროპაგანდას ეწევა. იცით, ზიზღის შემცველი ენა, რომელიც ამ ტელევიზიაში ვრცელდება და პროპაგანდითაა დახუნძლული ყველა ის ადამიანი, რომელიც იქ მუშაობს. საქართველოს კინოცენტრში, რომელიც კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, გასაფრთხილებელი ადგილია, კულტურის მინისტრმა წულუკიანმა, რომელიც ყველაზე უფრო ტრადიციული რეპრესიული მეთოდებითაა გამორჩეული, დანიშნა ადამიანი, რომელიც პროპაგანდის გამავრცელებელია. სევდიანია, როდესაც უმრავლესობის წევრები აქ საქართველოს ტრადიციაზე, კულტურასა და პატრიოტიზმზე საუბრობენ“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გარდა ამისა, დეკანოიძემ კიდევ ერთ საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „დეოლიგარქიზაცია „ქართული ოცნების“ პირობებში ვერ მოხდება“. მისი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით აბასთუმანში, ადამიანები საკუთარ სახლებში არ შეუშვეს.

„არცერთმა თავი აღარ უნდა მოვიტყუოთ. ერთ მარტივ ფაქტს შეგახსენებთ - რამდენიმე დღის წინ, აბასთუმანში, ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით ადამიანები საკუთარ სახლებში არ შეუშვეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანები, საქართველოს მოქალაქეები საფრთხეს უქმნიან თუ აურას უბინძურებენ ოლიგარქს. საერთოდ, რა საფრთხეს ხედავს ხანში შესული ქალებიდან, კაცებიდან, უბრალოდ საქართველოს მოქალაქეებიდან? ვინც დეოლიგარქიზაციის პუნქტებზე საუბრობს, თავის მოტყუებას თავი უნდა დავანებოთ“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება