კობა კობალაძე თავდაცვის სამინისტროში ესპანელ ბიზნესმენებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ მაიორმა, კობა კობალაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ, ესპანეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან დავიდ მარტინეს გარსიასთან და ივან გონსალეს ტუნონთან, რომლებიც რადარებისა და ანტიდრონების მწარმოებელ კომპანიას Kentaurus Defense და kentaurus Antidroens-ს წარმოადგენენ, შეხვედრა გამართეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, მხარეებმა, ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

„ჩემთვის პატივია თქვენთან შეხვედრა, საერთაშორისო ურთიერთობები ჩვენთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტია. დღევანდელი შეხვედრაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო, თუ შედეგიანი იქნება ჩვენი თანამშრომლობა, ეს წაადგება, როგორც თქვენი, ასევე, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას,“, - განაცხადა შეხვედრაზე კობა კობალაძემ.

„ჩვენ ვართ რადარების და ანტიდრონების მწარმოებლები; ვმუშაობთ ძალიან ბევრ ქვეყნებში, გვაქვს დიდი გამოცდილება და გვიხარია, რომ საქართველოშიც დავიწყეთ მუშაობა“, - აღნიშნა დავიდ მარტინეს გარსიამ.

უწყების ცნობით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ხურციძე და საქართველოს თავდაცვის ატაშე ესპანეთში, გიორგი ბაბუნაშვილი.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის