17 ივნისს Golden Tulip Design Tbilisi-ის ტერასაზე ფრანგი არტისტი Notre Dame დაუკრავს

სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi „მემო ივენთსთან“ კოლაბორაციით კიდევ ერთ ექსკლუზიურ ღონისძიებას უმასპინძლებს. 17 ივნისს ქართველი მსმენელის წინაშე პოპულარული ფრანგი არტისტი NOTRE DAME წარსდგება.

ფრანგი DJ და პროდუსერი NOTRE DAME პარიზში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი არტისტია. მისი შექმნილი რემიქსები და ორიგინალი ჩანაწერები დიდი პოპულარობით სარგებლობს ელექტრონული მუსიკის მსოფლიო სცენაზე. NOTRE DAME-ის შემოქმედება ფართოდაა გავრცელებული ელექტორნული მუსიკის ისეთ წამყვან დიჯეებში, როგორებიც არიან: SOLOMUN, BLACK COFFE, KEINEMUSIK და სხვ. მის მუსიკას შეხვდებით ყველა წამყვან კლუბსა და ფესტივალზე. გასულ ზაფხულს, NOTRE DAME-ის ჰიტი YUMI მსოფლიო ტოპ ჰიტების სათავეში მოექცა და დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას.

17 ივნისს „ტიტა ტერასაზე“ ასევე დაუკრავს ლოკალური სცენის გამორჩეული არტისტი MEANDYOU, რომელიც ქართველ ელექტრონული მუსიკის მოყვარულებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

„მემო ივენთსი“ 2022 წელს დაარსდა. კომპანიის ორგანიზებით, თბილისში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, სადაც ცნობილი ფრანგი მუსიკოსი და პროდუსერი MOOJO უკრავდა. ზაფხულის თვეებში „მემო ივენთსი“ თბილისიდან ბათუმში გადაინაცვლებს და მელოდიური ტექნოს ჟანრის გრანდიოზულ ღონისძიებებს გამართავს.

ახალ სეზონზე Golden Tulip Design Tbilisi-ის ტერასამ უკვე უმასპინძლა რამდენიმე გამორჩეულ ღონისძიებას. „ტიტა ტე­რა­სი­დან“ თბი­ლი­სის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი პა­ნო­რა­მუ­ლი ხედი იშ­ლე­ბა, რაც კი­დევ უფრო და­უ­ვი­წყარს ხდის აქ გა­მარ­თულ წვეულებებს.

სტუმ­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ მო­წო­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რებს უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ით მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ავ­ტო­რო კოქ­ტე­ი­ლე­ბი. Golden Tulip Design Tbilisi-ის ბარ­მა Welcome to Georgia! ტუ­რიზ­მის ეროვ­ნულ და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე, „სა­უ­კე­თე­სო ბა­რის“ ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა.

„ტიტა ტერასა“ 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გაიხსნა. ღონისძიებაზე პა­რი­ზის წამ­ყვა­ნი კლუ­ბე­ბის რე­ზი­დენ­ტი დიჯეი Knuckle G უკ­რავ­და.

(R)

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება