ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მარიამ ქუთელიას ხსოვნას პატივი მიაგეს

ზუგდიდში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მარიამ ქუთელიას ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მარიამ ქუთელია 2015 წლის 13 ივნისს მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლა.

„2015 წლის 13 ივნისს, თბილისში მომხდარი ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა.

ტრაგედიას ზუგდიდელი მარიამ ქუთელიას სიცოცხლე ემსხვერპლა.

ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან ერთად, მარიამ ქუთელიას საფლავზე იმყოფებოდა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს მომხდარ სტიქიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება