ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში განუცხადეს, 35 წლამდე მამაკაცი კლინიკაში შეყვანამდე დაიღუპა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ახალ ბულვარში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს