ქუთაისში იმერეთის მე-14 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა

ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმერეთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

ფესტივალის წარმდგენები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს თეატრალური საზოგადოება, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები.

ფესტივალის გახსნას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„იმერეთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი შეიძლება ითქვას, რომ უმნიშვნელოვანესი მოვლენაა მთლიანად იმერეთის თეატრალურ ცხოვრებაში. ის ფაქტი, რომ უკვე მეთოთხმეტედ იმართება თეატრალური ფესტივალი, მიუთითებს იმაზე რომ ძალიან დიდ ინტერეს იწვევს საზოგადოებაში. იგი ყოველწლიურად უფრო მეტ მასშტაბებს იძენს და წელს უკვე ორი უცხოური დასი მონაწილეობს, რაც ვფიქრობ დიდი მიღწევაა ფესტივალისთვის.

"თეატრალური იმერეთი“ ყოველწლიურად უფრო მასშტაბურია და რეგიონის თეატრების გარდა სხვა დასებიც მონაწილეობენ. წელს ფესტივალზე რეგიონის თეატრალური დასების მიერ წარმოდგენილი განსხვავებული ჟანრისა და შინაარსის სპექტაკლებს შეაფასებს პროფესიული ჟიური და ,,თეატრალური იმერეთი 2023“ -ის დასკვნით ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან“, - აცხადებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.

"დღეს, ქუთაისში, კიდევ ერთხელ აიღო სტარტი იმერეთის თეატრალურმა ფესტივალმა, რომელიც ჩვენს ქალაქში დაარსდა, ქუთაისის მერიის და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით.

უკვე მე-14 საფესტივალო სეზონია და ამ წლების განმავლობაში ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ათეულობით დასმა და თეატრალურმა კოლექტივმა, ყოველ საფესტივალო სეზონს კი 18 ათასამდე მაყურებელი ჰყავდა.

იმერეთის თეატრალური ფესტივალი უნიკალურია თავისი შინაარსით - ის არის რეგიონული და იმავდროულად, საერთაშორისოც. ეს არის საუკეთესო საჩუქარი როგორც მსახიობებისთვის, ასევე მაყურებლებისთვის.

13 ივნისიდან 1 ივლისამდე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრში , ნამდვილი თეატრალური დღესასწაული გველოდება!

წარმატებულ და საინტერესო დღეებს ვუსურვებ იმერეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს!“ - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

ფესტივალი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლით "ტესტოსტერონით" დაიწყო.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა