გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს გამარჯვებულები 16 ივნისს გამოვლინდებიან

„თიბისის“ ინფორმაციით, 16 ივნისს წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართება - გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს გამარჯვებულები 16 ივნისს გამოვლინდებიან.

მათი ცნობით, პირველი ქალი პროგრამისტის, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო USAID-ის ინიციატივით ტარდება.

„თიბისი“ მესამე წელია პროექტის მთავარი პარტნიორი და თანაორგანიზატორია. კომპანიაში განმარტავენ, რომ ჯილდოს მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება ICT სფეროში, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს.

2023 წლის გამარჯვებულების ვინაობა დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი, ადგილობრივმა და საერთაშორისო ჟიურიმ კი ფინალისტები უკვე 6 კატეგორიაში გამოავლინა https://www.ictwomen.ge/finalists

გასული წლების მსგავსად, „თიბისი“ ტექნოლოგიური სტარტაპისა და მომავლის ლიდერის ნომინაციებში გამარჯვებულებს მხარს დაუჭერს და მათ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს შეიმუშავებს.

„გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო თავისი არსით იზიარებს „თიბისის“, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის ღირებულებებს. ჩვენთვის პროექტის მთავარი პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ქალებს მუდამ ვუჭერთ მხარს და მზად ვართ, წელსაც შევიტანოთ წვლილი საინტერესო ადამიანების აღმოჩენასა და წახალისებაში", - ამბობს „თიბისის“ ადამიანური კაპიტალის მართვის დირექტორი გვანცა მურღვლიანი.

პროექტის მხარდამჭერები ასევე არიან: Visa, UN Women, Majorel, UGT, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) , აჭარა ჯგუფი, Lineate და გენდერული თანასწორობის საბჭო.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს