კახა ოქრიაშვილი - ეს სადამსჯელო კანონები პირდაპირ შეეხება ჯანდაცვის დარგში დასაქმებულ დაახლოებით 50 000 ადამიანს და მათ ხელფასებს

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

"ჯანდაცვის სფეროში დანერგილი საპოლიციო რეჟიმის შესაძლო გამკაცრებასთან დაკავშირებით: ჯანდაცვისა და ფარმაციის ხარჯის 50-55%-მდე წარმოადგენს დარგში დასაქმებულების, ექიმების, ფარმაცევტების, ექთნების, ლაბორანტებისა და სხვა სამეურნეო პერსონალის ხელფასებს. ნებისმიერი საპოლიციო მიდგომით დაჯარიმებული ჯანდაცვის სუბიექტები იძულებულნი იქნებიან, ხელფასები შეუმცირონ იქ დასაქმებულ ადამიანებს.

იმ პირობებში, როცა ჯანდაცვის სფეროს ხარჯებს შორის პირველ ადგილზეა პერსონალის ხელფასი, მეორე ადგილზე - მედიკამენტები და ზოგადად, დარგი გამოირჩევა მოგების უმდაბლესი მაჩვენებლით, ამ კანონპროექტის მიღება იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ჯარიმა აისახება სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის ხელფასებზე. ხელფასები არათუ გაიზრდება, არამედ შემცირდება კიდეც. მთლიანად დარგი იძულებული იქნება, სახელფასო ფონდის შემცირების ხარჯზე გადაიხადოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაკისრებული ჯარიმები.

ეს სადამსჯელო კანონები პირდაპირ შეეხება ჯანდაცვის დარგში დასაქმებულ დაახლოებით 50 000 ადამიანს და მათ ხელფასებს!

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2024 წელს, ახალი, დემოკრატიული ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა ამ დარგში იქნება ხელფასების გაორმაგება, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სერვისს გაცილებით უფრო ხარისხიანს გახდის!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა