ფოთის მერია - ფოთში, ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის დროს აშენებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს სრული რეაბილიტაცია უტარდება

ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით. პროექტს ფონდი „ქართუ“ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.

„ვაგრძელებთ აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ულამაზესი არქიტექტურული ნაგებობის აღდგენის სამუშაოებს. განხორციელებული ღონისძიებების შემდეგ, ისტორიულ ძეგლს ავთენტურობა სრულად შეუნარჩუნდება,” -განაცხადა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.

მერიის ცნობითვე, ყოფილი უშიშროების შენობა, მე-20 საუკუნის დასაწყისში, ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის დროს აშენდა და მისი არქიტექტორი ედმუნდ ფრიკია. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით, ფოთის სამხატვრო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს