თელავში, "მშვიდობის პარკის“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თელავში, ,,მშვიდობის პარკის“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი ადგილზე გაეცნენ.

,,მშვიდობის პარკის" რეაბილიტაცია საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, პროექტის ჯამური ღირებულება 2 518 787 ლარს შეადგენს.

პროექტი ითვალისწინებს 2 ჰექტარზე, თანამედროვე სტანდარტების ახალი პარკის მოწყობას. მოეწყობა ველო და საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სკეიდბორდისა და საბავშვო, გასართობი მოედნები.

პარკი სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, თელავს კიდევ ერთი მიზიდულობის ცენტრი შეემატება, რაც თავისთავად გულისხმობს ურბანული ნაწილის განვითარებას და თელავის, როგორც რეგიონული ცენტრის მნიშვნელობის ზრდას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია