შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის პოზიციებს შორის წინააღმდეგობაა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის პოზიციებს შორის წინააღმდეგობაა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პროექტი კანონის უზენაესობას რომ უთხრიდეს ძირს და ეს სიმართლე იყოს, მაშინ გამოდის, რომ უკრაინაშიც ძირი აქვს გამოთხრილი კანონის უზენაესობას.

„გარკვეული წინააღმდეგობაა ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის პოზიციებს შორის. ახალი ამ საბოლოო დასკვნაში არაფერი იყო, შუალედურ დასკვნაშიც იგივე პოზიცია ჰქონდა ვენეციის კომისიას დაფიქსირებული. ვენეციის კომისია აღიარებს, რომ ეს საკითხი არის მისთვის სიახლე, არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე აღიარებული საერთაშორისო სტანდარტი, ამიტომ, გარკვეულწილად, დასკვნაც არის პირველი და ექსპერიმენტული. ჩვენ ვნახეთ, როცა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი გადაწყდა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიესალმებიან ამ კანონის მიღებას და მოუწოდებენ უკრაინას, რომ ეს კანონი ცხოვრებაში, ვენეციის შესაბამისი დასკვნების გათვალისწინებით, გაატარონ.

ჩვენი მიდგომა ორივე ამ მიდგომას იზიარებს. ჩვენ გვაქვს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტით როგორც ე.წ. პერსონალური მიდგომა საკითხის მიმართ, ის, რაც უკრაინაშია და მოიწონა ევროკომისიამ, ასევე ის სისტემური საკითხები, რასაც გულისხმობს ვენეციის კომისია. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით 12 რეკომენდაციის ფარგლებში უკვე განვახორციელეთ ან ვასრულებთ ამ საკითხებს. სისტემურ მიდგომებში რაცაა, იქ ჩვენ სარეფორმოც არაფერი გვაქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის შეფასებით, დღევანდელი სისტემა პასუხობს როგორც სისტემურ მიდგომას, ასევე ინდივიდუალურ მიდგომას.

„ეს კანონი იცით, რომ ამოქმედდება 2024 წლის 1 -ელ მარტს, იქამდე დროა ევროკომისიამაც საკუთარი მოსაზრება გაგვიზიაროს. რაც შეხება იმ საკითხს, უთხრის თუ არა ძირს კანონის უზენაესობას, ეს რომ სიმართლე იყოს, ასეთი კანონი რომ ძირს უთხრიდეს კანონის უზენაესობას, მაშინ გამოდის, რომ უკრაინაში ძირი აქვს გამოთხრილი კანონის უზენაესობას და ევროკომისია მოუწოდებდა უკრაინას, რომ ძირგამომთხრელი კანონის იმპლემენტაცია მოეხდინა. რაც შეეხება გუშინდელ განხილვას, რანაირად იყო მოულოდნელობა, კვირის დღის წესრიგი დამტკიცებული იყო, შიგნით იყო, მათ შორის, ეს პროექტი. გუშინ უმრავლესობის ფრაქციამ განაცხადა, რომ ვაპირებდით ამ კანონის მეორე მოსმენით მიღებას. უმრავლესობის დამოკიდებულება პროექტთან დაკავშირებით ცნობილი იყო აქამდეც და გუშინ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ. უმრავლესობა აპირებდა ამ კანონპროექტისთვის მხარი მაინც დაეჭირა. მოულოდნელობა არ იყო, დღის წესრიგში იყო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა გუშინდელი პლენარული სხდომის ბოლო საკითხად “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილა და 81 - მომხრე, 2 - წინააღმდეგი, მეორე მოსმენით მიიღო.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის