გორში დონორის მსოფლიო დღე აღინიშნა

14 ივნისს სისხლის დონორის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, გორში გამართულ სისხლის უანგარო დონაციის აქციას გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და მუნიციპალური ორგანიზაციების თანამშრომლებიც შეუერთდნენ.

მათივე ცნობით, ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.

„სისხლის დონორის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ეგიდით სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება. ეს დღე დონორებისადმი კეთილგანწყობის გამოსახატავად დაწესდა“, - ნათქვამია გორის მერიის ინფორმაციაში.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით