ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიამ პრობლემები შექმნა - ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულია სოფლებში გზები და ხიდები

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქია იყო. ლაჩხითის, ჩიხარეშისა და ჟახუნდრის თემში გადაუღებელი წვიმის შედეგად შიდა-სასოფლო გზები დაზიანდა.

ადიდებულმა მდინარემ სოფელ ჟახუნდერთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო, რის გამოც უბანი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.

დაზიანდა ცენტრალური ხიდის ბურჯები და დგება ჩანგრევის საშიშროება. ასევე, ადიდებულმა მდინარემ წაიღო გადასასვლელი ხიდ-ბოგირებიც და ზედა შკედის მოსახლეობაც მოწყვეტილია გარე სამყაროს.

დაზიანებულია სოფელ ახალშენში მისასვლელი ცენტრალური გზაც. მოსახლეობას გადაადგილება მხოლოდ საცალფეხო ბილიკის საშუალებით შეუძლია.

„10 ოჯახში პირველ სართულზე შევიდა წყალი და დააზიანა საყოფაცხოვრებო ნივთები. დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უმეტესობა”, - აღნიშნავს მხარის გუბერნია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვითარებას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე, მოადგილესთან, ალუდა თუთისანთან და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან, გია ონიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

მერიაში შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას შეისწავლის.

ამ დროისთვის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება