გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.

გორის მერიის ცნობით, ადგილზე იმყოფებიან გორის მერის პირველი მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

„ხევიდან მოვარდნილმა წყალმა და ადიდებულმა მდინარემ გზის სავალი ნაწილი დააზიანა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძიც. ადგილზე უკვე იმყოფებიან „ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენლებიც. მობილიზებულია სპეცტექნიკა და ადგილზე სამუშაოების დაწყება წყლის დონის დაწევის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

ამ ეტაპზე ადგილობრივ მოსახლეობასა და საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება.

დატბორილია სავარგულები და სატრანსპორტო გზის ნაწილი“, - აღნიშნავს მუნიციპალიტეტის მერია.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა