სამტრედიაში უბედურ შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა - არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი სათევზაოდ იმყოფებოდა და მდინარეში ჩავარდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მე-11 კლასის მოსწავლე მეგობრებთან ერთად მდინარე გუბისწყალზე სათევზაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა.

ადგილზე სამძებრო სამაშველო ღონისძიებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მაშველებმა არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი სამტრედიის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობდა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა