აშშ-მა, რუსული თვითმფრინავების სახიფათო და არაპროფესიონალური ქცევის გამო, F-22 ტიპის გამანადგურებლები ახლო აღმოსავლეთში განალაგა

შეერთებულმა შტატებმა, რუსული თვითმფრინავების სახიფათო და არაპროფესიონალური ქცევის გამო, F-22 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები ახლო აღმოსავლეთში განათავსა, - ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსული ძალების სახიფათო და არაპროფესიონალური ქცევა არ არის ის, რასაც პროფესიონალი საჰაერო ძალებისგან ველით. მათ მიერ საჰაერო სივრცეში კონფლიქტური სიტუაციების აღმოფხვრის მიზნით შეთანხმებული ზომების რეგულარული დარღვევა ზრდის ესკალაციის ან არასწორი გათვლების რისკს. ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების გვერდით, ჩვენ მზად ვართ გავაუმჯობესოთ უსაფრთხოება და სტაბილურობა რეგიონში“, - განაცხადა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა მაიკლ კურილამ.

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში განმარტავენ, რომ F-22 ტიპის გამანადგურებლების სწრაფი განლაგება და კოალიციის ოპერაციებში ინტეგრაცია არის აშკარა დემონსტრირება, რომ პარტნიორები, მოკავშირეები და აშშ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ ერთგულები არიან.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება