ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და „საქართველოს გენერალთა კლუბს“  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

15 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ „საქართველოს გენერალთა კლუბს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია, მხარეებს შორის დამყარდეს მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფს იმ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, რაც დაკავშირებული იქნება ძალოვანი უწყებების განვითარებასა და მომავალ თაობებში უმაღლესი სახელმწიფო წოდების_’’გენერლის’’ პოპულარიზაციასთან; ხელს შეუწყობს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველ გენერალთა ისტორიის (ბიოგრაფიის) გაცნობას; თადარიგში მყოფ გენერალთა აქტიურ მონაწილეობას და მათი გამოცდილების გაზიარებას საქართველოს სამხედრო აღმშენებლობის საკითხებში; არსებული სამხედრო-ისტორიული და სამეცნიერო პოტენციალის შესწავლაში გენერალთა ჩართულობას; სამხედრო ისტორიის პრობლემებზე სამეცნიერო, კვლევითი, საგანმანათლებლო, საინფორმაციო-ანალიტიკური პროექტების შექმნაში, განხორციელებასა და მათ რეალიზებაში გენერალთა აქტიურ მონაწილეობას; მომავალი თაობების სამხედრო-პატრიოტული აღზრდის მიზნით გენერალთა შეხვედრებს მოსწავლეებთან სკოლებში, კადეტებთან ლიცეუმებში და სტუდენტებთან უმაღლეს სასწავლებლებში;

მემორანდუმს, ხელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და ა(ა)იპ “საქართველოს გენერალთა კლუბის’’ აღმასრულებელმა დირექტორმა, მალხაზ ჩიხლაძემ მოაწერეს. მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს უვადოდ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო