სალომე ზურაბიშვილი - მესმის, რომ საქართველო ოკუპირებულია და ვერ ახორციელებს კონფრონტაციის პოლიტიკას, მაგრამ უნდა იყოს ძალიან მტკიცე, სიმტკიცის ნაკლებობა უბიძგებს რუსეთს, შეამოწმოს რამდენად შორს შეუძლია წასვლა

ვფიქრობ, ბევრი ჭორი დადის. ვფიქრობ, რუსეთმა იგრძნო, რომ მანევრირების სივრცე არსებობს და ახლა სინჯავენ (ნიადაგს) - ეს ძალიან ტიპიური რუსული ტაქტიკაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინულ გამოცემასთან "უკრაინასკაია პრავდასთან" ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები რუსეთთან გარკვეული კავშირების აღსადგენად და დადის ჭორები, რომ შესაძლოა, რუსეთთან სარკინიგზო კომუნიკაცია განახლდეს, რაც ნიშნავს, რომ ამ მარშრუტის ნაწილი იქნება აფხაზეთიც, რომელიც კვლავ რუსეთის კონტროლის ქვეშაა.

„ისინი თქვენთან ომს აგებენ. ჩემი აზრით, უკვე ბევრი მიზეზით წააგეს – პოლიტიკური, ფსიქოლოგიური, საერთაშორისო. მათ სამხედრო თვალსაზრისით ჯერ არ წაუგიათ, მაგრამ ასე უნდა მოხდეს. ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალი არ არის. გრძნობენ რა ამას, ისინი, ამავდროულად, იღებენ, რბილად რომ ვთქვათ, ორაზროვან, რბილად რომ ვთქვათ, სიგნალებს საქართველოს ხელისუფლებისგან. ახლა კი ისინი ამოწმებენ, რამდენად შორს შეუძლიათ წასვლა. ეს არის ის, რასაც მე ყოველთვის ვამბობდი: როგორც კი რუსეთი იგრძნობს, რომ არ არსებობს სიმტკიცე და ეს არ არის იგივე, რაც დაპირისპირება... მესმის, რომ საქართველო ოკუპირებულია და ვერ ახორციელებს კონფრონტაციის პოლიტიკას, მაგრამ უნდა იყოს ძალიან მტკიცე და სიმტკიცის ნაკლებობა უბიძგებს რუსეთს, შეამოწმოს რამდენად შორს შეუძლია მას წასვლა და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ. ამიტომ მათ მოსინჯეს ამ ფრენებით. ახლა მათ შეიძლება მოსინჯონ რკინიგზაზე. ისინი აპირებენ სხვა რამის ცდასაც და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ ჩვენი სიმტკიცე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის