აჭარის უმაღლეს საბჭოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქცია-პერფორმანს მართავენ

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქცია-პერფორმანს მართავენ.

პროტესტი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კერძოდ, ოპოზიციის წარმომადგენლები შენობაში შესვლას ცდილობენ, რის საშუალებასაც სამართალდამცავები არ აძლევენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „მკვლელებო“. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბონდო თედორაძე აცხადებს, ისინი ამ ფორმით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს ახსენებენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელოსუფლებამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ ფუტკარაძე იმსხვერპლა.

„რუსული პოლიტიკის გამტარებელი ხელისუფლებაა. მათ ნუგზარ ფუტკარაძე ჰყავთ მოკლული, არავის არ შერჩება ეს საქმე. აუცილებლად დადგება დღე, როდესაც მკვლელები დაისჯებიან. მათ ყოველთვის შევახსენებ, რომ მკვლელები არიან”,- განაცხადა ბონდო თედორაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო