ირაკლი კობახიძე - როცა სისხლიანი „ნაცი“ დაგიძახებს მოღალატეს, რუსს და პასუხს არ გასცემ, საზოგადოება იფიქრებს, რომ ან ხარ სუსტი, ან მტყუანი, ამიტომ, დედის გინება არის აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი

როცა გამოდის სისხლიანი „ნაცი“ და გეუბნება, რომ შენ ხარ მოღალატე და რუსი, იქ დედის გინება არის აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ დასმულ კითხვას.

მისივე თქმით, ეს ადამიანები მოქმედებენ აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით, სადაც აღწერილია ბოლშევიკური მეთოდები.

„როგორც კი „ნაცი" დაგიძახებს რუსს თუ მოღალატეს და ამას პასუხს არ გასცემ, საზოგადოება იფიქრებს, რომ ან ხარ სუსტი, ან ხარ მტყუანი. გუშინ კონკრეტულმა დეპუტატებმა უპასუხეს ადეკვატურად დედის გინებით ამ ადამიანებს, რაც შეირგეს. ეს არის ერთადერთი ადეკვატური პასუხი, როცა "ნაცი" გეძახის მოღალატეს და რუსს. ეს ადამიანები მოქმედებენ აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით, სადაც აღწერილია ბოლშევიკური მეთოდები. როგორ წარმოგიდგენიათ, ვიღაც მოდის, გეძახის რუსს და მოღალატეს და შენ ხარ ჩუმად? რა პასუხი უნდა გასცე - ბოდიში, არ ვარ რუსი?! რა უნდა თქვა, ხომ სასაცილოა ეს ყველაფერი. როცა მოდის სისხლიანი "ნაცი" და გეძახის რუსს და მოღალატეს, მას უნდა გაეცეს ადეკვატური პასუხი", - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება