საქართველოს აეროპორტების გაერთიანება GEMO FEST-ის პარტნიორია

რაჭისა და სვანეთის შემდეგ, ყველაზე გემრიელ ფესტივალ GEMO FEST-ს ამჯერად იმერეთი უმასპინძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, წელს პირველად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პოპულარიზაციის მიზნით, „გემო ფესტი“-ს პარტნიორი გახდა.

„დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ყველაზე გემრიელი ფესტივალის კონცეფციით დაიბრენდა და ქვეყანაში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორები თუ ადგილობრივები GEMO FEST-ის შესახებ ინფორმაციას აეროპორტშივე იღებენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, გასტრონომიული ფესტივალის ერთ-ერთი მიზანი იმერეთში, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდაა.

„GEMO FEST-ი წელს იმერეთში პირველად იმართება და საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია, ყველაზე გემრიელ ფესტივალს უერთდება და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან პარტნიორობით წარმოდგენილი იქნება ღონისძიებაზე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იმერეთში ტურისტული სექტორის ძირითადი მასტიმულირებელია. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ისეთ ღონისძიებებს, რომელიც ხელს შეუწყობს ქუთაისსა და რეგიონში ტურიზმის განვითარებას, მეტი ტურისტის მოზიდვას და რეგიონის პოპულარიზაციას“,-განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, 17-18 ივნისს, ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, ადგილობრივებსა და ტურისტებს იმერული კერძების დასაგემოვნებლად ეპატიჟება. პროექტის მიზანია რეგიონებში გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა, ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების წახალისება, შიდა და საერთაშორისო ტურიზმის წახალისება. გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები, რომელსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით