პარლამენტმა „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა, საჰაერო კოდექსში შესატანი ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა, რომელიც ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების სპეციალიზებულ ექსპლუატაციას და პარაპლანით ფრენების რეგულირებას ეხება. საკითხი, მესამე მოსმენით განსახილველად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მომხსენებლის განცხადებით, აქამდე ქვეყანაში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის და ექსპლუატაციის ზედმეტად მკაცრი მოთხოვნები მოქმედებდა, რამაც გამოიწვია, რომ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ეს დარგი სათანადოდ არ არის განვითარებული. მისივე განმარტებით, ცვლილებები ხორციელდება შესაბამის საკანონმდებლო აქტში, რომელიც პარაპლანით ფრენების წარმოებასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს დაადგენს.

კერძოდ, განისაზღვრება პარაპლანის აღჭურვილობის ვარგისიანობის დადგენის, ასევე პარაპლანის ოპერატორის სერტიფიცირებისა და პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის საკითხები.

„დარწმუნებული ვართ, ამ საკანონმდებლო ჩარჩოს მიღებით ჩვენ ერთობლივად შევძლებთ, რომ მინიმუმამდე შევამციროთ ის თანმდევი რისკები, რომელიც სამწუხაროდ, თან სდევს პარაპლანით ფრენების შესრულებას და ამით შევძლებთ მრავალი ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

პარლამენტმა 79 ხმით, ერთხმად მხარი დაუჭირა კანონპროექტს და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ